ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით,  ჯგუფის მიერ, ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა  სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი  100 ლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან – 10 წლამდე ვადით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად