ქეთი დოლიძე: რობიკო სტურუა ერის ღირსებაა! მტრის შუაგულში უნდა დაანახო, რომ რაც უნიათო პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ, ხელოვნებას შეუძლია!

აზრი კარგი! უნდა წავიდნენ! წერტილი! – ასე პასუხობს “აიპრესის” კითხვას რეჟისორი ქეთი დოლიძის რუსთაველის თეატრის დასის გასტროლს მოსკოვში.

ქეთი დოლიძემ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, მას მივწერეთ კითხვა რა პოზიცია ჰქონდა დასის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით, რაზეც ასე გვიპასუხა:

“აზრი კარგი! უნდა წავიდნენ! წერტილი!”, – მოგვწერა მან.

“აიპრესმა” მას უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება შესთავაზა და მას მივწერეთ: “მეტ კომენტარს არ გააკეთებთ?” – რაზეც ასე გვიპასუხა:

“მეტი რა საჭიროა? რობიკო სტურუა არის ერის ღირსება და სიცოცხლეშივე უნდა ამას აღიარება! ჩეხოვის ფესტივალი კი უკვე იმდენად დიდი ფორუმია, რომ სწორედ ამ მტრის შუაგულში უნდა დაანახო, რომ ხელოვნებას შეუძლია ის, რაც არ შეუძლია ამ უნიათო პოლიტიკოსებს! მორჩა!” – აღნიშნა ქეთი დოლიძემ.

შეგახსენებთ, რუსთაველის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში გასტროლებზე მიემგზავრება. სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

 

კომენტარები
იტვირთება...