ქეთი დოლიძე: გიორგი სიხარულიძე არ არის ის რეჟისორი, რომელსაც მე უნდა შევეცვალე ამ თეატრში

კინორეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით, "ვიღაცას არ აწყობდა, რომ თუმანიშვილის თეატრი ერთ-ერთი ლიდერი ყოფილიყო". ამის შესახებ დოლიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

"გიორგი სიხარულიძე არ არის ის რეჟისორი, რომელსაც მე უნდა შევეცვალე ამ თეატრში. ადამიანი, რომელიც ასეთი მეთოდით მოდის თეატრში, მიღიმის, მიცინის. ცუდად მოვიდა. ვიღაცას არ აწყობდა, რომ ეს თეატრი ერთ-ერთი ლიდერი ყოფილიყო. არვიცი ვის",- განაცხადა დოლიძემ.

ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტიlებით, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან აგვისტოში გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად