ქეთი დოლიძე: არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი ვის ემსახურებოდა, მაგრამ ის არის ავადმყოფი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს

მე იმ ხალხს მინდა ვუთხრა, მათ შვილებს, ცოლებს, დებს, ხვალ რომ მიდიან და რაღაცას აპროტესტებენ, თუ იმის ვაჟკაცობა და ქალობა გაქვთ, უყურეთ ბუტა რობაქიძის დედას, გირგვლიანის მამას, უყურეთ, რაც მაშინ ხდებოდა: ორმილიონნახევრიან ქვეყანაში 300 000 პატიმარი იყო – გამაგებინეთ, ამის პატიება როგორ შეიძლება?

ამის შესახებ რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ხალხო, გუშინწინ იყო ეს! 9 წელიც ვერ მოვერიეთ იმ უბედურებას, რაც მათ დათესეს. არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი ვის ემსახურებოდა, მაგრამ ის არის ავადმყოფი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს“, – განაცადა ქეთი დოლიძემ.

კომენტარები
იტვირთება...