ქეთევან ციხელაშვილი: რუსეთს ფაქტობრივად აღიარების პოლიტიკა ჩაუვარდა

„რუსეთს ფაქტობრივად ჩაუვარდა აღიარების პოლიტიკა“. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პარლამენტის წინაშე “მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებით წარდგა.

მინისტრის განცხადებით, პარადოქსულად ისმის ხოლმე ბრალდებები, რომ ანტისაოკუპაციო მიმართულებით ხელისუფლებას ძალისხმევა მოდუნებული აქვს.

„ეს ბრალდება არის მცდარი. პირიქით, უპრეცედენტო ნაბიჯებს ვდგამთ. საქართველოს ამ საკითხში საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. შედეგია, რომ არ აღიარების პოლიტიკა არის წარმატებული, რუსეთს ეს ფაქტობრივად ჩაუვარდა. უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ცნობადობა იმ პრობლემებისა, რომელიც თან ახლავს მიმდინარე ოკუპაციას და საუბედუროდ ეს გრძელდება 11 წელია და ეს მივიღეთ მემკვიდრეობით, არის გაცილებით უფრო მაღალი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

​ამ დროისთვის, ქეთევან ციხელაშვილი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად