ქეთევან ციხელაშვილი: რუსეთი მისი ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრას ეხამურება.

„ეს გახლდათ მორიგი შეხვედრა, ფიგურალური სვლა, რითაც რუსეთი მისი ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს – ცალმხრივი აღიარების, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობაში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ეს ხდება ამ დღეებში, მითუფრო, მოგეხსენებათ ასევე ჩანიშნულია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში და მგონია, რომ ეს სვლა ამ ე.წ. არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ მოვისმინეთ პუტინის მოწოდებებიც, რომ თითქოს ეს პროცესი დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და სტაბილურობას შეუწყოს ხელი.

მე ვფიქრობ საკითხები, რომლებიც იქ იქნა განხილული ერთგვარი ე.წ. წინასაარჩევნო სვლაც იყო. თუმცა, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, ბუნებრივია, კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთის გავლენის განმტკიცებას. კიდევ უფრო მეტი წინაპირობა და პირობა არის დაყენებული რუსეთის მხრიდან და მეტი ზეგავლენა და კონტროლი მყარდება მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე რეალობაა და მათ შორის, მძიმეა იქ მაცხოვრებელი ადამიანებისა და საზოგადოებისათვის“. – განაცხადა ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...