ქეთევან ციხელაშვილი: მთავრობის ცვლილებაზე არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს

ამის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ხანდახან მედიასაშუალებები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, არ ვიცი ეს საიდან მოდის.

ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ახლა როგორც მთავრობის წევრი, მინისტრი გესაუბრებით, ვაკეთებ ჩემ საქმეს ისევე როგორც თითოეული ჩემი კოლეგა ეფექტურად. ჩემი საქმიანობის შეფასება მთავრობის და აუდიტორიის შეფასების საქმეა.~

არ ვიცი ამ კითხვას სხვანაირად როგორ ვუპასუხო. ვაკეთებ ჩვენ საქმეს, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ მომავალშიც საქმისთვის და სფეროებში წარმატების მიღწევისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად