ქეთევან ციხელაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანგარიშით წარსდგა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტში ანგარიშით წარსდგა. 

ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტის წევრებს და ომბუდსმენს სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიმართულებებით შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე  მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული რეკომენდაციები ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემას, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და სამოქალაქო ინტეგრაციას ეხება.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ასევე, ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაზე, აღნიშნულ ფორმატებში განხილულ პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სამედიცინო მომსახურებაზე, განათლების საკითხზე, გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლებაზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მოსაგვარებლად დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობაზე და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე.

მინისტრის მოადგიემ  კომიტეტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ უკვე სრულდება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალ ეროვნულ კონცეფციაზე მუშაობა.

კომენტარები
იტვირთება...