ქეთევან ციხელაშვილი: 140 ათასზე მეტი საინფორმაციო პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური გაზეთები სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოქალაქეებს დაურიგდებათ

,,უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას.” – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საინფორმაციო მასალა ვრცელდება ეთნიკური უმცირესობებით სახალებულ მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში.

“უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე კახეთში. დღეს სწორედ კახეთში 75 ათასზე მეტ ასეთ მასალას გადავცემთ იმ სოფლებს, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე სამცხე-ჯავახეთს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს პირველ რიგში მათთვის გასაგებ ენაზე რასთან გვაქვს საქმე, რა რეკომენდაციები არსებობს დღეს, რასაც ავრცელებს საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. რას გულისმობს ქვემო ქართლის, კერძოდ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინე რეჟიმი. რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა პირველ რიგში მათი, მათი ოჯახების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად და იმისთვის, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას.

“ჩვენი სახელმწიფო ცდილობს ეფექტურად გაუმკლავდეს. ჩვენ განვაგრძობთ საინფორმაციო უზრუნველყოფას. ამ საქმიანობაში გვერდით გვიდგანან ჩვენი პარტნიორები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, კერძოდ, გაეროს ასოციაციას, აშშ-ის განვითარების სააგენტოს, ასევე სხვა პარტნიორებს. ჩვენ ამ ინფორმაციას ცოცხალ რეჟიმში რეკომენდაციების ფეხდაფეხ, აუცილებლად მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, რასაც გასცემს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, ასევე რა თქმა უნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“-განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად