ქერჩის კოლეჯში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში, 2018 წლის ოქტომბერში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. კოლეჯის დირექტორის დენის კოლესნიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი პედაგოგი ოლგა გრიშენკო, მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

„მან არაერთი ოპერაცია გადაიტანა, იგი 60-ზე ,ეტის იყო. სამწუხაროდ, ვერ გამომჯობინდა.“ – განაცხადა კოლესნიკმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპული იყო 21 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა.

2018 წლის 17 ოქტომბერს, ქერჩის პოლიტექნიკური კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტმა ვლადისლავ როსლაკოვმა, სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, ხოლო შემდეგ ხელნაკეთი ბომბი ააფეთქა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად