ქემოკლიძე: რუსეთმა უნდა დაფიქსიროს მკაფიო პოზიცია, რომ ულტიმატუმის ენა ხელს არ უწყობს ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატს

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციამ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ტიპის ულტიმატუმის ენა ხელს არ უწყობს ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატს. ეს არის შემდგარი ფაქტი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ საკითხის დარეგულირებაში” – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან სოფელ ჩორჩანაში განაცხადა. სადაც ამ წუთებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან ერთად იმყოფებიან.

“ბლოკ-პოსტის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა არ მიმდინარეობს განსაკუთრებული სამშენებლო ტექნიკით გადაადგილება.

თავად ხედავთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება. ეს არის სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, რომელიც არის ათეულობით და ასეულობით მთლიანად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ირგვლივ. ხაზს ვუსვამ, სტანდარტული საგუშაგო, სტანდარტული პერსონალით და სტანდარტული აღჭურვილობით,

იმედს გამოვთქვამ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელები განცხადებები იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებებეი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი სტრატეგიულო პარტნიორების ჩართულობაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციამ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ტიპის ულტიმატუმის ენა ხელს არ უწყობს ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატს. ეს არის შემდგარი ფაქტი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ საკითხის დარეგულირებაში.

​ულტიმატუმის ენა მიუღებელია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ორგანიზაციები ჩვენ დიპლომატიურ ძალისხმევას დაეყრდნობიან, ისინიც გაზრიაან ჩართულობას და საკითხი ამოიწურება ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე”, –  განაცხადა კახაბერ ქემოლიძემ.

შეგახსენებთ, დე ფაქტო ცხინვალმა თბილისს ულტიმატუმი წაუყენა – დილის 6 საათამდე მოხსნას საგუშაგო სოფელ წნელისთან

ცნობისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგენეთში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადებას გაავრცელა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჟურნალისტებს,  სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა ჩაიშალა განუცხადა, რომ ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად