ქემოკლიძე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასროლა არ მომხდარა, ადგილზე ვითარება სტაბილურია

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფება და მედიისთვის ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ვითარება არის სტაბილური და გასროლა ოკუპირებული ტერიტორიიდან არ მომხდარა.

„ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური. არის სიმშვიდე. რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს.“- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...