ქედაში, თუთუნის მწარმოებლები საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ

ქედაში, თუთუნის მწარმოებელ ფერმერებსა და თამბაქოს რეალიზატორებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. ფერმერები, რომლებსაც თუთუნი მოჰყავთ, აქციზის დაწესებას აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დარგის გაქრობასა და ადგილობრივი წარმოების შეწყვეტას გამოიწვევს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძე ფერმერებს დაჰპირდა, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დარჩენილი თამბაქოს რეალიზაციაში დაეხმარება.

ამის მიუხედავად, მათი ნაწილი დაპირებებს არ ენდობა და პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს. მათი განცხადებით, ვინ და რა ფასად შეისყიდის ნაწარმს, შეხვედრაზე არ დაკონკრეტებულა.

შეხვედრას ესწრებოდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელიც, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ფინანსთა მინისტრის სპეციალური ბრძანებით ფერმერები კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ.

ფერმერების თქმით, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, აქციები გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად