ქედაში სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაითვალეს, შუახევში გეოლოგები მუშაობენ

ქედის მუნიციპალიტეტის მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას სტიქიამ 658 ათას ლარის ზარალი მიაყენა. ამ დრომდე მიმდინარეობს ზარალის დათვლა შუახევში.

ინფორმაციას, ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიის კომისია, პირველადი მონაცემების საფუძველზე ავრცელებს. ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენა, ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ქედაში, სოფელ ნამონასტრევში, დღეს, სტიქიის კიდევ ერთი კერა აღმოაჩინეს. გურამ თურმანიძის სახლთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი და გზა, მთლიანად განადგურებულია, რის გამოც ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

მეწყრული პროცესების შედეგად დამეწყრილი ტერიტორიები სოფელ გეგელიძეებსა და წონიარისში, უკვე გაიწმინდა. დღეს უნდა დასრულდეს, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ოთხი მთის მიმართულებით.

სტიქის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებს ამ დრომდე გეოლოგები შუახევში, სადაც დილიდან დაიწყო დაზიანებული ხიდების აღდგენა. ერთ ხიდზე მოძრაობა, სრულად აღდგა, სოფელ დროს მიმართულებით.

400-მდე ოჯახი საცალფეხო ბილიკებითა და შემოვლითი გზით სარგებლობს. ევაკუირებული 10-მდე ოჯახი კი, საცხოვრებელ სახლებს გუშინ დაუბრუნდა. ამ დროისთვის, შუახევში, სრულად აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.

მუნიციპალიტეტში სტიქიის შემსწავლელი კომისიის მიერ ზარალის დათვლა მიმდინარეობს. თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ მუნიციპალიტეტს ცნობილი, ხვალ გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...