ქედაში, სოფელ ზედა ბზუბზუში, უმინდობის შედეგად, შიდა საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ქედაში, სოფელ ზედა ბზუბზუში, უმინდობის შედეგად, შიდა საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც შოთაძეების უბანში, 6 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.

როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ადგილზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.

„ადგილზე მობილიზებული იყო შპს ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა და დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე, მერის წარმომადგენელი და თვითმმართველობის მოხელეები. ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა უკვე აღდგენილია.“,-აცხადებენ ქედის მერიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად