ქედაში, სოფელ ცხემნასთან ავტობუსის ამოყირავების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ქედაში, სოფელ ცხემნასთან ავტობუსის ამოყირავების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. სატრანსპორტო საშუალება, მას შემდეგ ამოყირავდა, რაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დამხარების ბრიგადა და პოლიცია. შემთხვევის შედეგად, ბათუმიდან ქედის მიმართულებით მოძრაობა, რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. შსს-ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მიხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად