ქედაში, სოფელ აბუქეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ქედაში ამ დროისთვის აღარ თოვს. თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 10 სმ-ია, დაბლობში 3 სმ.
უამინდობას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. მეწყერი განვითარდა აბუქეთის საავტომობილო გზაზე. ქედის მერიის ინფორმაციით ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა მობილიზებულია და მალე დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, დენი სოფელ ნამონასტრევს არ მიეწოდება, მერიის ინფორმაციით მობილური ჯგუფი უკვე მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად