ქედაში სასურსათო კალათით 2 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და კერძო სექტორის ჩართულობით, ქედის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სასურსათო კალათით 2 000 ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

„სურსათის დარიგების პროცესში, თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად, ჩართულია ქედის 50 მოხალისე, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს. აჭარის მთავრობის მიერ მომზადებულ სასურსათო კალათას დღეს დამატებით 100 რისკჯგუფში შემავალი ოჯახი მიიღებს“,-ნათქვამია ქედიის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიის ინფორმაციითვე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქედაში აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო ღონისძიებები.
სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიები და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრები.

კომენტარები
იტვირთება...