ქედაში ნაადრევად მოსულმა თოვლმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

პირველი თოვლი მოვიდა ქედაში. სოფელ ნამონასტრევში თოვლის საფარი ამ დროისთვის 5 სმ-ს აღწევს.

ნაადრევად მოსულმა თოვლმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. მოსახლეობის ინფორმაციით, მათ უმრავლესობას მოსავალი არ აუღია და არ გააჩნიათ შეშის მარაგი.

„მზად არ ვართ. მოსახლეობის უმრავლესობას შესა არ აქვს მოტანილი სახლამდე. დიდთოვლობის დროს, ერთი მანქანა შეშა არ გვყოფნის. ლობიო, სიმინდი…. ჯერ არაფერი აუღია ხალხს“,-ამბობს, სოფელ ნამონასტრევის მკვიდრი, მადონა თურმანიძე.

საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენელი ამბობს, ზამთრისთვის მზად არიან და საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია 14 ერთეული ტექნიკა.

„დღეს გადაადგილებაში პრობლემები არ გვაქვს. ზამთარში, თოვლის სემთხვევაში, შეუფერხებლად გავწმინდავთ გზას“,-ამბობს, საგზაო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ქედის მუნიციპალიტეტში, ვახტანგ ბერიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად