ქედაში ინტენსიურად თოვს – ფოტორეპორტაჟი

თოვლის საფარი დაბლობში 10 სმ-ია, საშუალოდ 50 სმ, ხოლო მაღლობში 80 სმ-მდე აღწევს.

უამინდობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს, ავტომობილებით მოძრაობა ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.

დაბის ქუჩების გაწმენდას თოვლის საფარისაგან ქედის კომუნალურსერვისის 2 მძიმე ტექნიკა ანხორციელებს, სოფლების მიმართულებით კი დილიდან საგზაო დეპარტამენტის 6 ტრაქტორი, ხოლო ერთიც სატყეო სააგენტოს , ჯამში ამ დროისთვის 9 მძიმე ტექნიკა ანხორციელებს სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით.

სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა არცერთ საჯარო სკოლაში, ხოლო ვაიოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი არ შედგა აღსაზრდელების
გამოუცხადებლობის გამო.

ამის შესახებ იფორმაციასა და ფოტოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად