ქედაში, ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

ქედაში დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

მსუბუქი ავტონობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულს შეეჯახა. მანქანაში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა 2 მათგანი ადგილზე გარდაიცვალა სამი კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვიცაა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად