ქებურია: შსს-ს პიარში, რაც არ უნდა მილიონობით ლარი დაიხარჯოს, ვერ გათეთრდება გახარია

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

ლელა ქებურიამ, სესიაზე განაცხადა, რომ სჯობს ხელფასები მოუმატონ ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ამ მოთხოვნით აქციას მართავენ, ვიდრე ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარზე მილიონობით ლარი იხარჯება.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარია შსს-ს პიარით არ გათეთრდება.

“რაც არ უნდა მილიონობით ლარი დაიხარჯოს შსს-ს პიარში, ვერ გათეთრდება გახარია. ამიტო,მ შეეშვით უსაგნო ფულის ხარჯვას და მიხედეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ფინანსები”, – განაცხადა ლელა ქებურიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად