ქებურია: 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ათავისუფლებენ, ხოლო აქციის მონაწილეს – არა

ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ქებურიას განცხადებით, ეს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მიმართ კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, რომ ისინი არათუ არ აპირებენ რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას აპირებენ.

ლელა ქებურია მოუწოდებს უფლებადამცველებს და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული აქციის მონაწილე ლევან ჯიქური მოინახულონ, გაეცნონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გადაწყვეტილებები ამ პატიმართან დაკავშირებით ამის შემდგომ მიიღონ.

ლელა ქებურიას განცხადებით :- „20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და იგი 10 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ეს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მიმართ კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, რომ ისინი არათუ არ აპირებენ რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ ისინი არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას აპირებენ. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ კონკრეტული პირები კონკრეტული გადაცდომებისთვის იქნებიან დასჯილნი, ერთადერთი პოლიციელი, რომელიც დაკავებული იყო ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს“.

ამასთანავე ლელა ქებურია მოუწოდებს უფლებადამცველებს და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული აქციის მონაწილე ლევან ჯიქური მოინახულონ, გაეცნონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გადაწყვეტილებები ამ პატიმართან დაკავშირებით ამის შემდგომ მიიღონ.
„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ გათვალისწინებული იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამართლომ პატიმრებთან მიმართებაში უფრო ჰუმანური აღკვეთის ღონისძიება მიიღოს, თუმცა აქაც სახეზე გვაქვს მკაფიო შერჩევითი სამართალი. ის, რომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ათავისუფლებენ, ხოლო აქციის მონაწილეს ამავე მიზეზის გამო – არა, ეს ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი გამოხატულებაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა და ამაზე არაერთი ადამიანი საუბრობს. ლევან ჯიქური დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და მას მარცხენა კიდურები პარალიზებული აქვს“, -აცხადებს ქებურია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად