ქავთარაძის ქუჩაზე ავტომობილის გაჩერებაზე შევარდნის შედეგად ერთი პირი დაშავდა

ქავთარაძის ქუჩაზე, ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულია მანქანაში მჯდომი ერთი პირი, რომელიც ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევა, სულ ცოტა ხნის წინ ქავთარაძის ქუჩაზე, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომელსაც "აიპრესის" ჟურნალისტი ადგილზე შეესწრო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...