ქაცარავა: პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული ბოკერია ჩემს განადგურებას შეეცდება

ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„საჯაროდ ითქვა თორემ ეს, რომ დახურულ კარს მიღმა ყოფილიყო, თქვენგან განსხვავებით ნამდვილად მაქვს პოლიტიკური ეთიკა, რომ არ გამომეტანა კარს მიღმა ის რეპლიკა, რაც ბატონმა გიგა ბოკერიამ ჩემს მიმართ გააკეთა. სხვათა შორის, არ გამიკვირდა, როდესაც სრულიად უსაგნო კამათის შემდეგ მომმართა და გააფთრებულმა მითხრა, რომ ის გამანადგურებდა. შემდეგ დააკონკრეტა, რომ ის პოლიტიკურად გამანადგურებდა.

მინდა გიგა ბოკერიას მივმართო, ის დრო, როდესაც ის ადამიანებს აბულინგებდა, საბედნიეროდ წარსულს ჩაბარდა. ეს ძალიან კარგია. მინდა, ბატონ გიგა ბოკერიას მივმართო, მისი გამოწვევა მივიღე და მოუთმენლად ველი, დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება. თუ გნებავთ, თქვენც გადაეცით“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად