ქაცარავა ბოკერიას: ძალიან საინტერესო და კარგი შოუ დადგით, მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ

ასე მიმართა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სადაც „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტის განხილვისას დაუპირისპირდნენ.

“ძალიან საინტერესო და კარგი შოუ დადგით. ვფიქრობ, მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ. ეს გაცილებით უკეთ გამოგდით, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა. ასევე, ბატონო გიგა, გთხოვთ ხმადაბლა ისაუბროთ. ისტერია ნამდვილად არ არის საჭირო, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვლაპარაკობთ, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპაცია.” – განაცხადა სოფიოქაცარავამ.

სოფო ქაცარავამ ბოკერიას ხმადაბლა საუბრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისტერია არ არის საჭირო, როდესაც საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპაციას შეეხება. ამასთან, როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, სანამ „ევროპულ საქართველოს“ იტყოდა, მცირე პაუზა და დაფიქრება დასჭირდა, რომ არ შეშლოდა და ამის ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეთქვა.

“ზუსტად იმიტომ ვარ „ქართულ ოცნებაში“, რომ ყოველთვის წინააღმდეგობაში მოვდიოდი იმ პოლიტიკასთან, რაც თქვენს პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა,“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ მას კითხვით მიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა თუ არა და შეეხებოდა თუ არა ეს ნატო-ში ინტეგრაციასაც.

„თქვენი კომპლიმენტები მივიღე ჩემს არტისტულ თვისებებზე და ამ თვისებებს ვავლენ, მაგრამ ამ კითხვას ვერ გაექცევით. უჭერთ თუ არა მხარს, რომ რუსეთს დააკისროს ევროკავშირმა და შტატებმა სანქციები, როცა ისინი ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. ხომ მარტივი კითხვაა? მე ვუჭერ. თქვენ?“ – უთხრა გიგა ბოკერიამ სოფო ქაცარავას.

სოფო ქაცარავამ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ანტისაოკუპაციო მიმართულებით და ამაზე ოპოზიციის კარნახი არ სჭირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად