ქათმის ხორცის გაიაფების თავიდან აცილების მიზნით ინდონეზიამ 10 მილიონი კვერცხი გაანადგურა

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქათმის ხორცის ფასი ინდონეზიაში 1,22 ევროდან 0,58 ცენტამდე დაეცა.

10 მილიონი კვერცხის განადგურებამ ქათმის ხორცის გაიაფეების შეჩერება გამოიწვია და ამჟამად 1 კგ ქათმის ხორცი 9000 ინდონეზიური რუპია ანუ 0,58 ცენტი ღირს. სულ რამდენიმე კვირის წინ კი მისი ღირებულება 2-ჯერ მეტი იყო – 1,22 ევრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში ქათმების დიდი სიჭარბეა და მათ სურთ მათი რაოდენობის შემცირება.

ინფორმაციის საშუალებების თანახმად, კუნძულოვანი სახელმწიფოს 260 მილიონი მაცხოვრებლის უმეტეს ნაწილს
დღეში რამდენიმე ევროზე მეტის დახარჯვის საშუალება არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...