ქაშუეთთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებს აკავებს

ქაშუეთთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებს აკავებს.

ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მათ პოლიციის ჯებირის გარღვევა და მოქალაქეების მდუმარე აქციაზე შეჭრა განიზრახეს.

შეგახსენებთ, გუშინ “თბილისი პრაიდის” აქცია – “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა. რისი მიზეზიც რადიკალური ჯგუფების კონტრაქცია გახდა, რომლის აგრესიულმა მონაწილეებმაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუნადგურეს ტექნიკა. დღეს მოქალაქეები ძალადობის გასაპროტესტებლად და მედიის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მშვიდობიან, მდუმარე აქციას მართავენ, რომელიც 20:00-ზე დაიწყო.

პარალელურად მოძალადე ჯგუფები შეკრებილები არიან ქაშუეთის ეკლესიასთან და აქციას მართავენ. მათი თავდასხმა მედიაზე დღესაც გაგრძელდა. ისინი “პალიტრანიუსის” ოპერატორს გაუსწორდნენ.

კომენტარები
იტვირთება...