“ქარვასლას” შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, სავაჭრო ცენტრი “ქარვასლას” შენობა, სავარაუდოდ, იყო დანაღმული.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მეხანძრე-მაშველების მიერ უმოკლეს დროში მოხდა შენობის ევაკუაცია.

შესაბამისი სამსახურების მიერ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შენობის დათვალიერება. შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ დაფიქსირდა.

ადგილზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...