ქართველ 17 წლამდელ ფეხბურთელ გოგონათა ფრე შვედეთის ნაკრებთან

ნიდერლანდებში 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელ გოგონათა ფინასლურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოსაპოველი საკვალიფიკაციო ტურნირის მე-2 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა და მცირე სენსაცია მოახდინა.

შვედი კოპანგის მიერ 24 წთზე გატანილი გოლი 78 წთ-ზე ნათია წოწერიამ გაქვითა. დარჩენილ დროში შვედების მცდელობა აეღოთ ჩვენი გოგონების კარი, ფუჭი აღმოჩნდა – მთელი მატჩის განმავლობაში კარგად მოთამაშე მეკარე სვეტლანა გაბელაიამ დასკვნითი წუთებშიც ბრწინვალედ ითამაშა და ქართველმა გოგონებმა შეძლეს ფავორიტად მიჩნეული შვედებისთვის ქულის ართმევა.

23 ოქტომბერს ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საქართველო ლატვიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მესამე საუკეთესო ადგილით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს მიიღებს.

ბოლო ტურის წინ ნიდერლანდების ნაკრებს 6 ქულა აქვს, შვედებს – 4 ქულა, საქართველოს ნაკრები 1 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ლატვიელები უქულოდ არიან.

შეგახსენებთ, რომ 11 საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ჯგუფებში გამარჯვებულებთან და მეორე ადგილზე გასულებთან ერთად და ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანი გადის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად