“ქართველთა მარშს” სასულიერო პირებიც შეუერთდნენ

აღმაშენებლის გამზირზე, "საქართველოს გაუმარჯოს" – ამ შეძახილით, ქართველთა მარში დაიწყო. ისინი აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობით მიემართებიან. მარშის ორგანიზატორი მოძრაობა "ეროვნულებია". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე მარშს რამდენიმე სასულიერო პირიც შეუერთდა. მათ შორისაა მამა გიორგი, რომელიც მსახურობს კოჯორში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. "აიპრესის" კითხვაზე, რა მიზნით იმყოფებოდა მარშზე, მან განაცხადა, რომ კურთხევა არ ჰქონდა და შესაბამისად პასუხს ვერ გაგვცემდა.

P.S. "აიპრესი" არ ეთანხმება ე.წ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების და წევრების მოწოდებებს და ემიჯნება მათ ჰომოფობიურ განცხადებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად