“ქართველთა მარში” პეტარდების და საბრძოლო სიმღერის ფონზე დასრულდა

"ქართველთა მარში" დასრულდა პეტარდების და საბრძოლო სიმღერის ფონზე.

მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა პეტიცია გაავრცელა და ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა.ისინი ითხოვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის უფლება შეუჩერონ. 

კორკოტაშვილის თქმით, ერთკვირიან ვადაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, უფრო მეტნი იქნებიან.

ცნობისთვის, აღმაშენებლის გამზირზე, "საქართველოს გაუმარჯოს" – ამ შეძახილით, ქართველთა მარში დასრულდა. მათ მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე გამართეს. მარშის ორგანიზატორი მოძრაობა "ეროვნულებია".

P.S. "აიპრესი" არ ეთანხმება ე.წ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების და წევრების მოწოდებებს და ემიჯნება მათ ჰომოფობიურ განცხადებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...