ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველი ნომერი, სამხრეთ კორეელი მეტოქე ოჰ სანგუკი 15: 13 დაამარცხა და ნახევარფინალში იასპარეზებს.

ქართველმა მოფარიკავემ ტურნირის ფავორიტი ჩამოიშორა. ქართველი მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყო. კორეელმა გათანაბრება მოახერხა და 13:13 ის მერე ქართველმა მეტოქეს 2 უპასუხო ჩხვლეტა მიაყენა.

ბაზაძემ ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოჰაბ სამერს 15:10 მოუგო, შემდეგ კი მერვედფინალში კიდევ ერთი ეგვიპტელი ზიად ელ სისი დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენის მეტოქე ნახევარფინალში ძლიერი მოფარიკავე, უნგრელი არონ შილადი იქნება, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ტოკიოში მე-4 ნომრად იყო განთესილი.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობდა. მან პირველ წრეში მასპინძელი რენცო აგრესტა 15:3 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრაში სამხრეთკორეელ კიმ ჯუნთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა.

მეოთხედფინალში სანდრო ბაზაძე ოლიმპიადის ფავორიტს, სამხრეთ კორეელ სპორტსმენს აზიის და მსოფლიოს ჩემპიონს დაუპირისპირდება. მისი მეტოქე მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერია.

კომენტარები
იტვირთება...