ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი აიღეს

ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი – ლისაბონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 9 მედალი სამ დღეში მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა ალექსი დავითაშვილი, რომელმაც +100კგ წონით კატეგორიაში M4 ასაკის ძიუდოისტებს შორის გაიმარჯვა. მსოფლიოს ჩემპიონები აგრეთვე გახდნენ – პაატა ღვინიაშვილი (-90კგ, M1), მამუკა კურდღელაშვილი (-60კგ, M5) და გიგლა ალიბეგაშვილი (-66კგ, M5). ვერცხლის მედლები მოიპოვეს – იოსებ მარგველაშვილმა (-90კგ, M3) და ლევან გოგინაშვილმა (+100კგ, M3). მესამე ადგილზე გავიდნენ – ელგუჯა გვასალია (-90კგ, M6), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (-81კგ, M4) და ანზორ შეღვიაშვილი (+100კგ, M1).

კომენტარები
იტვირთება...