ქართველმა უსინათლო ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა პარაოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

დღეს რიოს პარაოლიმპიადაზე მიმდინარებდა -90 კგ. წონით კატეგორიაში მამაკაცებს შორის შეჯიბრი, სადაც ქართველი ძიუდოისტი, ზვიად გოგოჭურიც იღებდა მონაწილეობას.

გოგოჭურმა პირველ წრეში დაისვანა, მეორე წრეში კი არგენტინელ ხორხე ლენსინას დაუპირისპირდა, რომელიც წუთსა და 37 წამში იპონით დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი ამერიკელ დარტანიონ კროკეტს დაუპირისპირდა. გოგოჭურმა ამერიკელი მეტოქე იპონით დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს, სადაც უკრაინელ სპორტსმენს, ოლეკსანდრ ნოზარენკოს დაუპირისპირდა.

ფინალურ შეხვედრაში ზვიად გოგოჭურმა უკრაინელ მეტოქეს 4 გაფრთხილებით სძლია და პარაოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად