ქართველი წყალბურთელების ისტორიული გამარჯვება – საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხეს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ჩვენმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა და ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში. 16 იანვარს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ჩვენმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა და ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში. 16 იანვარს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს. ჩემპიონატში მონაწილეობას კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე მეოთხედ ასპარეზობს. საფრანგეთთან გამარჯვებით, რევაზ ჩომახიძის გუნდი ახლოსაა ისტორიაში საუკეთესო შედეგის დაფიქსირებასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად