ქართველმა სპორტსმენებმა რიოს ოლიმპიადისთვის კიდევ ოთხი ლიცენზია მოიპოვეს

საქართველოს ჭიდაობის ნაკრებმა სერბეთში სამი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა სერბულ ზრენიანში 15-17 აპრილს გამართულ ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, თავისუფალთა ნაკრებიდან ოლიმპიური საგზური იაკობ მაქარაშვილმა (74) ხოლო ბერძნულ-რომაულში კი შმაგი ბოლქვაძემ (66) და ზურაბ დათნაშვილმა (75) დაისაკუთრეს.

მეოთხე ლიცენზია კი ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ მოიპოვა. ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ბაზაძემ ისრაელის წარმომადგენელი ანგარიშით 15:12 დაამარცხა და სალიცენზიო ზონაში შევიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანდრო ბაზაძე რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელს დაიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად