ქართველმა სამბისტებმა მინსკში “პრეზიდენტის თასზე” 3 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მინსკში დასრულდა სამბისტთა შეჯიბრება საერთაშორისო შეჯიბრება ბელარუსის პრეზიდენტის თასზე

ტურნირის მონაწილე 24 ქვეყნის სპორტსმენთა შორის იყვნენ სამბისტები საქართველოდან. მათ შეჯიბრების პირველ დღეს მოპოვებულ ოქროს და სამ ბრინჯაოს მედალს მეორე დღეს ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი შემატეს და სულ სამი ოქროს და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ასპარეზობა.

ნინი ოძელაშვილი უკრაინელ ჰალინა კოვასკასთან 0:2-ს აგებდა, მაგრამ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით და 8 წამით ადრე ოთხქულიანი გდებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ირაკლი კუპატაძე შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე დათმო ქულა, ზედ ფინიშზე კი ორი ქულა და 6:3 გაიმარჯვა.

ბექა ბერძენიშვილი რუმინელ ილიე ნატეასთან ერთქულიანი ილეთის ხარჯზე შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე იყო წინ. ამ დროს მსაჯმა პასიურობისთვის ბერძენიშვილი გააფრთხილა და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა რუმინელმა დაჩენილ 9 წამში ვეღარაფერი მოახერხა და ილეთის ხარჯზე მოპოვებული ქულის უპირატესობის წესით ოქროს მედლის მფლობელი ბერძენიშვილი გახდა.

ოქრო
+100კგ ბექა ბერძენიშვილი
57კგ ირაკლი კუპატაძე
80კგ ნინო ოძელაშვილი

ბრინჯაო
57კგ გივი ნადარეიშვილი
74კგ მინდია ლილუაშვილი
82კგ ლევან ნახუცრიშვილი
90კგ პაატა ღვინიაშვილი
100კგ დავით ლორიაშვილი
+80კგ ელენე ქებაძე

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად