ქართველმა რიკიშებმა კიუშუ ბაშო მარცხით დაიწყეს (ვიდეო)

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში დღეს სტარტი აიღო წლის ბოლო, კიუშუ ბაშომ აიღო სტარტი.

უძლიერეს რიკიშთაგან ბაშოზე ვერ ვიხილავთ იოკოძუნა კაკურიოს, რომელიც მონაწილეთა რიგებს ამ დილით გამოაკლდა და მის მეტოქე ასანოიამას უბრძოლველად ჩაეთვლება გამარჯვება, ხვალის წინასწარ დადგენილ წყვილებში კი ცვლილებები მოხდება.

ბაშოს პირველ დღეს მარცხი განიცადა ჯურიო დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელმა – გაგამარუმ.

მაკუჩი დივიზიონში ოძეკის წოდების დასაბრუნებლად ტოჩინოშინს 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება. დღეს მან მეისეისთან წააგო შიტატეჰინერით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად