ქართველმა პარამოფარიკავე ქალებმა მსოფლიო თასზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

იტალიის ქალაქ პიზაში დასრულდა შეჯიბრება მსოფლიო თასზე პარამოფარიკავეთა შორის

შეჯიბრების ბოლო დღე გუნდურ ასპარეზობას დაეთმო. საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში 44:45 დამარცხდა ჰონგ-კონგთან და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო.
 
ბრინჯაოს მედლისთვის საფრანგეთის ნაკრებთან მატჩი ქართველი ეტლით მოფარიკავეების აშკარა უპირატესობით (მათ 9-დან 8 შეხვედრაა მოიგეს, ერთი კი 5:5 დასრულდა) წარიმართა და მათ მეტოქე 45:18 დაამარცხეს.
 
ამრიგად, პიზაში დასრულებულ მსოფლიო თასის შეიბრზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
 
ხმლით ფარიკაობა, Bკატეგორია
 ოქრო – ირმა ხეცურიანი
 
რაპირით ფარიკაობა, B კატეგორია
 ოქრო – ირმა ხეცურიანი
 
ხმლით ფარიკაობა, A კატეგორია
ვერცხლი – გვანცა ზადიშვილი
ბრინჯაო – ნინო თიბილაშვილი
 
რაპირით ფარიკაობა, A კატეგორია
ბრინჯაო – ნინო თიბილაშვილი
 
დაშნით ფარიკაობა, A კატეგორია
ბრინჯაო – ნინო თიბილაშვილი
 
გუნდური პირველობა
ბრინჯაო – საქართველო (გვანცა ზადიშვილი, ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი)
 
შეგახსენებთ, რომ პიზაში მოპოვებული ორი ოქროს მედლით მსოფლიო თასზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობა ირმა ხეცურიანმა 17-მდე გაზარდა
კომენტარები
იტვირთება...