ქართველმა მოცურავეებმა რიოს ოლიმპიადისთვის ორ დღეში ორი ლიცენზია მოიპოვეს

ბელორუსიის ღია პირველობის მეორე დღეს ირაკლი რევიშვილმა 400 თავისუფალი ყაიდა 3:56.05 წამში გაცურა და რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივზე(3:58.51) 2.5 წამით უკეთესი დრო აჩვენა

ბელარუსის ღია პირველობის მეორე დღეს ირაკლი რევიშვილმა 400 თავისუფალი ყაიდა 3:56.05 წამში გაცურა და რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივზე(3:58.51) 2.5 წამით უკეთესი დრო აჩვენა !! დაამყარა საქართველოს ახალი რეკორდი,მოიპოვა ოქროს მედალი და დაიმსახური მისი კარიერის რეკორდული 810 ქულა !! ეს ქართველი მოცურავეების მიერ ბელორუსიის ღია პირველობაზე ორ დღეში მოპოვებული მეორე ლიცენზიაა.

გუშინ,თეიმურაზ კობახიძის მიერ მოპოვებული ისტორიული ოლიმპიური ლიცენზიის შემდეგ წარმატებულად გრძელდება ქართველ მოცურავეთა ასპარეზობა ბელორუსიის ღია პირველობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად