ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა 14-17 სექტემბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და აიღეს ტოკიოს ოლიმპიადის 2 ლიცენზია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მძიმეწონოსანი წყალტუბოელი ფალავანი, იაკობ ქაჯაია 130 კგ. წონით კატეგორიაში.
საქართველოს ნაკრების წევრები საქართველოში წუხელ ჩამოვიდნენ ნიურ სულთანიდან. მათ გულშემატკივრები და ახლობლები აეროპორტში დახვდნენ.
იაკობ ქაჯაიას აეროპორტში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს წყალტუბოელმა მოჭიდავეებმა და მისმა მწვრთნელმა დეწმურ კირტავამ.
წყალტუბოს გულშემატკივართა სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავთ იაკობს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე. რომლის ლიცენზიისთვის სწორედ ახლა იბრძოდა ჩვენი ფალავანი.
ქართველი მოჭიდავეების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლების სტატისტიკა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ასე გამოიყურება:
სულ 48 მედალი – 24 ოქრო, 9 ვერცხლი და 15 ბრინჯაო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად