ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

იტალიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის

ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ვერცხლის – იური ლომაძე (72კგ), ლევან არაბული (130კგ) და ორი ბრინჯაოს – ნუგზარ წურწუმია (55კგ), ამირან შავაძე (60კგ) მედალი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მეხუთე ადგილზე გავიდნენ.

ჩემპიონატის ძირითადი სენსაცია ორგზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, მსოფლიო თასის მფლობელის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ცხრაგზის ჩემპიონის, თურქი რიზა კაიალას უმედლოდ დარჩენა იყო. სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის ნაკრების ოქროს მედლის გარეშე დარჩენაც.

გუნდურ ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა:

1. რუსეთი – 128 ქულა
2. აზერბაიჯანი – 116 ქულა
3. თურქეთი – 90 ქულა
4. სომხეთი – 84 ქულა
5. საქართველო – 82 ქულა
6. უკრაინა – 81 ქულა
7. უნგრეთი – 79 ქულა
8. ბულგარეთი -75 ქულა
9. ბელარუსი – 59 ქულა
10. გერმანია – 55 ქულა

ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:

55კგ
1. ედმონდ ნაზარიანი (ბულგარეთი)
2. ვიტალი კაბალოევი (რუსეთი)
3. ნუგზარ წურწუმია
3. ელდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი)

60კგ
1. ქერემ ქემელი (თურქეთი)
2. გევორქ ღარიბიანი (სომხეთი)
3. ამირან შავაძე
3. მურად ბაზაროვი (აზერბაიჯანი)

63კგ
1. მაქსიმ ნეგოდა (ბელარუსი)
2. იბრაგომ ლაბაზანოვი (რუსეთი)
3. ლენურ ტემიროვი (უკრაინა)
3. ერიკ ტორბა (უნგრეთი)

67კგ
1. მარტინ ტორვესენი (ნორვეგია)
2. ნაზირ აბდულაევი (რუსეთი)
3. კარენ ასლანიანი (სომხეთი)
3. კრისტუპას სლეივა (ლიტვა)

72კგ
1. ფრენ შტებლერი (გერმანია)
2. იური ლომაძე
3. ულვუ განიზადე (აზერბაიჯანი)
3. სელჩუკ ჩანი (თურქეთი)

77კგ
1. სანან სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)
2. ზოლტან ლევაი (უნგრეთი)
3. კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი)
3. ალექ კესიდისი (შვედეთი)

82კგ
1. რაფიკ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
2. დანიელ ალექსანდროვი (ბულგარეთი)
3. ბოგდან კურინოი (შვედეთი)
3. ჰიონეს ვაგნერი (გერმანია)

87კგ
1. სემიონ ნოვიკოვი 9უკრაინა)
2. ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)
3. ალექსანდრ კომაროვი (რუსეთი)
3. ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი)

97კგ
1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2. ნიკოლოზ კახელაშვილი (იტალია)
3. ჩენკ ილდემი (თურქეთი)
3. ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)

130კგ
1. ალინ ჩიურარუ (რუმინეთი)
2. ლევან არაბული
3. ჯელო კრამერი (გერმანია)
3. მიკოლა კუჩმი (უკრაინა)

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად