ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის ოლიმპიადიდან 5 მედალი ჩამოიტანეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბათში მოსწავლეთა შორის მათემატიკაში მე-60 საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა.

ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ექვსი მოსწავლე იყო, ოლიმპიადაზე 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნაკრების მეექვსე მონაწილე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ნიკოლოზ ბირკაძე – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლიდან.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ: თეიმურაზ თოლორაია, ლუკა მუშკუდიანი, ლუკა მაჭარაშვილი და დიმიტრი კორკოტაშვილი – ყველა ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლიდან.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდა გიორგი ადიკაშვილი – ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N 42 საჯარო სკოლიდან.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ოლიმპიადის მონაწილე 112 გუნდს შორის საქართველოს ნაკრებმა 108 ქულით 45-ე ადგილი დაიკავა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად