ქართველმა მოსწავლეებმა ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 3 მედალი ჩამოიტანეს

უნგრეთის ქალაქ სეგედში მოსწავლეთა შორის ბიოლოგიაში 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა.

ოლიმპიადაზე 78 ქვეყნის 285 მოსწავლე მონაწილეობდა . მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების წევრები:

ანა თოიძე – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

ანანო ნებიერიძე – ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N 42 საჯარო სკოლა

ნინო რამიშვილი – ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

ნიკოლოზ სოხაძე – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ანა თოიძემ, ნიკოლოზ სოხაძემ და ანანო ნებიერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად