ქართველმა მოფარიკავე ქალებმა მსოფლიო თასზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

იტალიის ქალაქ პიზაში დასასრულს უახლოვდება შეჯიბრება მსოფლიო თასზე პარამოფარიკავეთა შორის

პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე წარმატებით ასპარეზობენ ქართველი პარამოფარიკავეები. დასკვნითი დღის წინ მათ ანგარიშზე 2 ოქროს,1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

პიზაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა და 17-მდე გაზარდა კარიერის განმავლობაში მსოფლიო თასზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობა ირმა ხეცურიანმა. ვერცხლი გვანცა ზადიშვილის ანგარიშზეა, ხოლო სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ნინო თიბილაშვილი გახდა.

ხმლით ფარიკაობა, Bკატეგორია

ოქრო – ირმა ხეცურიანი

რაპირით ფარიკაობა, B კატეგორია

ოქრო – ირმა ხეცურიანი
ხმლით ფარიკაობა, A კატეგორია
ვერცხლი – გვანცა ზადიშვილი
ბრინჯაო – ნინო თიბილაშვილი

რაპირით ფარიკაობა, A კატეგორია

ბრინჯაო – ნინო თიბილაშვილი

დაშნით ფარიკაობა, A კატეგორია

ბრინჯაო – ნინო თიბილაშვილი

დღეს ქართველ პარამოფარიკავეები გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ისინი ნახევარფინალში ჰონ-კონგის გუნდს ხვდებიან.

კომენტარები
იტვირთება...