ქართველმა მეზღვაურებმა ხანძარმოდებული გემის 12 წევრიანი ეკიპაჟი გადაარჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ „ბელატრიქსის“ ეკიპაჟის 12 წევრი, ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს. როგორც მესამე რანგის კაპიტანი, ბათუმელი გიორგი თუშმალიშვილი ფეისბუქში წერს, ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა.

გიროგის თქმით, ცეცხლმოკიდებული გემიდან მათ მოახერხეს ეკიპაჟის ყველა წევრის უვნებლად გადაყვანა თავიანთ გემზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიდზე „არიფე“ . გიორგი თუშმალიშვილის თქმით, გადარჩენილ მეზღვაურებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.
გიორგი თუშმალიშვილის ინფორმაციით, ისინი გადარჩენილ მეზღვაურებს იტალიის ერთ-ერთ პორტში გადაიყვანენ.

Posted by Gio Tushmalishvili on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2020

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად