ქართველმა კომენტატორმა საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლი “იზეიმა” (ვიდეო)

კომენტატორ სანდრო ცნობილაძეს გოლის ავტორი გუნდი აერია და პორტუგალიის ნაკრების მიერ საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლი გამოაცხადა როგორც საქართველოს ნაკრების წევრის ოთარ კიტეიშვილის გოლი. 

კომენტატორს საქართველოს კარში გატანილი გოლის შემდეგაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში ეგონა, რომ საქართველო დაწინაურდა პორტუგალიასთან. მატჩის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა, ხსენებული შემთხვევა კი თამაშის მეოთხე წუთზე განხორციელდა.

"ჟუაო ლიმამ დაცვაში დაუშვა შეცდომა, რის შემდეგაც ორი ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ. იქნა დარღვეული თამაშის წესი და დაინიშნა პენალტი, რომელიც უნდა დაარტყან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, მატჩის დებიუტშივე მოგვეცა შანსი, რომ გავხსნათ ამ შეხვედრაში ანგარიში. რა თქმა უნდა ამ პენალტის გამოყენება, კიტეიშვილი არის ბურთთან. ერთით ნოლი, ძალიან კარგად შეასრულა კიტეიშვილმა ეს პენალტი და თამაშის მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდი",-აღნიშნა კომენტატორმა.

მატჩი ელიტრაუნდის ფარგლებში იმართებოდა. ელიტ რაუნდში საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთია. საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან ანგარიშით 3:2 დამარცხდა. 29 მაისს საქართველო ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მომდევნო თამაში თურქეთთან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად