A1 ბანერი

ქართველმა ხელბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორეთ თამაშიც მოიგეს

დღეს მალტაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის საწყისი ეტაპის ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ხელბურთელებმა, არცთუ იოლ ბრძოლაში, ანგარიშით 30:25 (16:15) სძლიეს აზერბაიჯანის ნაკრებს და ორი ტურის შემდეგ 4 ქულით კვიპროსის ნაკრებთან ერთად გალიდერდნენ. ამ უკანაკნელებმა დღეს მალტას 38:20 მოუგეს.

ხვალ საქართველოს ნაკრები კვიპროსს ეთამაშება. შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის. სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ ასეთია:

საქართველო 4 ქულა ბურთების სხვაობა +32
კვიპროსი 4 ქულა ბურთების სხვაობა +26
აზერბაიჯანი 0 ქულა ბურთების სხვაობა -13
მალტა 0 ქულა ბურთების სხვაობა -45

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...