A1 ბანერი

ქართველმა ხელბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მალტის გამანადგურებელი ძლევით დაიწყეს

საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები მალტაში ევროპის 2022 წლის პირველ საკვალიფაკაციო რაუნდში ჩაერთო.

ქართველი ხელბურთელები მასპინძლებთან, აზერბაიჯანელებთან და კვიპროსის ნაკრებ გუნდებთან ერთად იბრძვიან შემდეგ ეტაპის ერთადერთი საგზურისთვის.

გუშინ საქართველოს ნაკრები მალტის ნაკრებს შეხვდა. მასპინძელთა წინააღმდეგობის დაძლევა ქართველ ხელბურთელებს არ გასჭირვებიათ და დიდი უპირატესობით – 48:21(29:9) გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:
თევზაძე, ტორონჯაძე – ცხოვრებაძე 11, კბილაშვილი 7, ჭანტურია 7, აბრამიშვილი 6, ორჯონიკიძე 4, დიხამინჯია 4, გოგოლაძე 3, წითელიშვილი 2, იმნაძე 2, არსენაშვილი 2, ჩიქოვანი, მაისურაძე, დათუკაშვილი, მსხვილიძე(თადარიგში). მწვრთნელი – ჯორჯე რაშიჩი.

ჯგუფის მეორე შეხვედრა კვიპროსს და აზერბაიჯანის ნაკრებ გუნდებს შორის კვიპროსელთა გამარჯვებით 25:17(13:10) დასრულდა.

დღეს საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებს, ხოლო მალტა კი კვიპროსს ეთამაშება.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...